მცენარის ზრდა-განვითარებასა და ნიადაგის მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობაზე, ნიადაგში მიმდინარე ქიმიური და ბიოქიმიური პროცესების სიჩქარესა და მიმართულებაზე დიდ გავლენას ახდენს არეს რეაქცია. კულტურული მცენარეები და ნიადაგში არსებული სასარგებლო მიკროორგანიზმების უმრავლესობა კარგად ვითარდებიან, როდესაც ნიადაგის არეს რეაქცია სუსტი მჟავე და სუსტი ტუტეა ან PH 6-7,4-ის ფარგლებშია.