ნაშრომში მოცემულია კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა სამტრედიის რაიონის პირობებში იონჯას მოსავლიანობაზე თესვის ვადების მიხედვით. ვაწარმოებდით მოსავლის რაოდენობის აღრიცხვას დანაყოფებისა და გათიბვის მიხედვით. გათიბვა ხდებოდა 3 ჯერ. გაანგარიშებული იქნა იონჯას საშემოდგომო და საგაზაფხულო მოსავლის ორი წლის საშუალო. აღირიცხებოდა მოსავლის როგორც ნედლი, ისე მშრალი მასის რაოდენობა მოსავლის აღებას ვატარებდით
მცენარის მასიური დაკოკრების ფაზაში. ასევე გაანგარიშებული იქნა ცდის ეკონომიკური მაჩვენებლები.