ბაღ-პარკების მშენებლობისას მხატვრული კომპოზიციების შექმნა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მერქნიანი მცენარეების გარეგნულ დეკორატიულ ნიშანთვისებებზე, რომელთა შორის ერთერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ყვავილების ფორმას, შეფერვას და ყვავილობის პერიოდებს, ამ მხრივ საინტერესოა ქალაქის ბაღში არსებული ადრე გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეები. ფენოლოგიურმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ 2021 წელს მცენარეებმა ვეგეტაცია და დაკოკრება ერთი კვირით ადრე დაიწყო, ასევე 2021 წელს ყვავილობა ოთხივე საკვლევ მცენარეზე გახანგრძლივდა 58 დან 74 დღემდე, ვიდრე იყო 2020 წელს (46-51 დღე), მას შემდეგ, რაც გარემოს საშუალო ტემპერატურამ მიაღწია 12,0-13,00C-ს. ანალიზმა გვიჩვენა, რომ საჭიროა რეკონსტრუქცია აღნიშნული მცენარეებისა. სიმეჩხერის ლიკვიდაციისათვის საჭირო იქნება ამავე სახეობის ახალგაზრდა და ფერადი ნარგაობების შემატება (ინდური როდოდენდრონი), ტერიტორიას აგრეთვე მნიშვნელოვნად დაამშვენებს ჩინური გლიცინია ბაღში არსებულ კაფესთან.