შრომაში შევჩერდებით ზამბახისებრთა (iridaceae) ოჯახის ზოგიერთ იშვიათ, ენდემურ და რელიქტურ სახეობებზე, რომლებიც გადაშენების პირასაა ძლიერი, ტრანსფორმაციისა და სინატროპიზაციის შედეგად.
ჩვენი მიზანია ex-situ კონსერვაციის პირობებში დავიცვათ მცენარეთა მრავალფეროვნება და გადავარჩინოთ კავკასიის უნიკალური, იშვიათი და ენდემური სახეობები , რაც მეტად სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეა ბოტანიკური ბაღების მუშაობაში.
ცდები ტარდებოდა ქუთაისის ბოტანიკური ბაღის საცდელ საკოლექგიო ნაკვეთზე. სადაც დაირგო Iridaceae ოჯახის ექვსი სახეობის მცენარე: Iris iberica Hoffm, I. Colchica Kem-Nath. I Carthaliniae Fomin, I. Lazica Albov I. pumila L, I. Pseudacorus L. შესწავლილი იქნა მათი ბიოლოგია, ონთოგენეზი, სასიცოცხლო ფორმები, მიწისზედა და მიწისქვეშა ორგანოების განვითარების რიტმი, ფესვებისა და ფესურების ფორმირება, გამრავლების ხერხები (სერებრიაკოვის მიხედვით).
გამოვლინდა სახეობები, რომლებიც მთელი სავეგეტაციო პერიოდში მარადმწვანენი არიან და ისეთები, რომლებიც მოსვენებით პერიოდს გადიან. აღინიშნა საცდელი მცენარეების დეკორა-ტიულ მებაღეობაში გამოყენების უპირატესობები. გამოვლინდა სახეობების რეზისტენტული თავისებურებები, შემუშავებული იქნა დაცვისა და მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ღონისძიებები.