ჩატარებული კვლევები გამიზნული იყო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში დაფნის კულტურის გავრცელების ხელშეწყობისთვის. კვლევა ჩატარდა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო პროექტის - „ლაბო რატორიული ანალიზები დაფნის კულტურის სექტორისთვის“ - ფარგლებში, რომელიც განახორ ციელა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს მასშტაბით დაფნის კულტურის სექტორისათ ვის ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას. ჩატარდა გამოკვლევები აჭარაში, სამ მუნიციპალიტეტში - ხელვაჩაურში ქობულეთსა და ქედაში. ნიადაგური სიჭრელის გათვალისწინებით, მოხდა ნიადაგის ნიმუშების აღება სხვადას ხვა სიღრმეზე ფიზიკო-მექანიკური და აგროქიმიური ანალიზების ჩატარების მიზნით. ნიადაგის
ნიმუშებში განისაზღვრა არეს რეაქცია, მჟავიანობა, ქიმიური შედგენილობა. ნაშრომში მოცემულია ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, გამოკვლეული ნია დაგების ფიზიკო-ქიმიური თვისებები და დასკვნები, რომლის საფუძველზეც საკვლევ რეგიონში დაფნის კულტურის გაშენება საკმაოდ პერსპექტიულია