საქართველოს აგროეკოლოგიურ გარემოში მკვეთრად გამოისახა კლიმატის ცვლილებით გამოწეული შედეგები. ამ პროცესის უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორი გლობალური დათბობის მოვლენებია, როგორიც არის: ტემპერატურის მატება, მყინვარების დნობა, მდინარეთა ნაკადების ცვალებადობა, ღვარცოფებისა და ღვარცოფსაშიში მოვლენების შექმნა და მათი გადანაწილება- დაჭაობება. მკაფიოდ გამოჩნდა თოვლის საფარის ხაზის მასიურად გადანაცვლება მთებსა და მაღლობებზე. შექმნილი ვითარება მნიშვნელოვანი ფაქტორია წყალდიდობების, მეწყერებისა და მეწყერსაშიში ზონების განვითარებისათვის. გააქტიურდა მდინარეების სანაპიროების ეროზია. ზაფხულის კლიმატური პირობებით წარმოქმნილი მოვლენების გახშირება თანდათან მატულობს, იგი აგროეკოლლოგიური ლანდშაფტის განადგურებასთან ერთად ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიურ ზარალს და ადამიანთა მსხვერპლს. აგროეკოლოგიური ლანდშაფტის ზედაპირზე ატმოსფერული ნალექების გარკვეული წილი, რომელიც ვერ ასწრებს ნიადაგში ჩაჟონვას ზედაპირზე მიედინება ჩამონადენის სახით. ზედაპირული ჩამონადენის ჩამოყალიბება განაპირობებს დაჭაობების პროცესს. ეს პროცესი დამოკიდებულია:
ა) მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობასა და ინტესიობაზე;
ბ) წყალშემკრები რელიეფის პირობებსა და ქანობზე, სადაც მნიშვნელოვანი გარემოება მოითხოვს მოხდეს ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური თვისებების შესწავლა. ამისათვის კი მნიშვნელოვანია წყლის რესურსების კლიმატგონივრული მართვა აგროეკოლოგიურ გარემო-პირობების შესაბამისად. შერჩეული აგროკულტურის წარმოებისათვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ გაცემული ჯიშთა გამოცდის სერთიფიკატი.