ნიადაგის დამუშავება აუცილებელი შემადგენელი ელემენტია ყოველგვარი მიწათმოქმედების სისტემისა. ხეხილი კულტურული მცენარეა, მას თავისი ჯიშური თვისებების გამომჟღავნება და მაღალი მოსავლის მოცემა შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ სხვა პირობებთან ერთად შევძლებთ უზრუნველყოთ ნიადაგში წყლისა და მინერალური საკვები ნივთიერებების დაგროვებას საჭირო რაოდენობით და შეუქმნით ჰაერაციისათვის საუკეთესო პირობებს. ნიადაგის დამუშავების ძირითად ამოცანას შეადგენს: ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება, როგორც სარეველა, ისე სხვა ბალახეული მცენარეების მოსპობა, ტენისა და მცენარისათვის მისაწვდომი საკვები ნივთიერებების დაგროვება დაშენარჩუნება, ნიადაგის მომზადება ნერგის და თესლის ჩასაკეთებლად და ჩასარგავად, ასევე მავნე მწერების და სოკოვანი დავადებათა კერების მოსპობა, ნიადაგში ორგანულ-მინერალური სასუქების შეტანა. სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების უკეთესი მუშაობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ნიადაგის ჩამორეცხვასთან ბრძოლა და სხვა. ზემოთ აღნიშნულის შესასრულებლად მიმართავენ ნიადაგის მოხვნას, აჩეჩვას, კულტივაციას, დაფარცხვას, გატკუპნას და სხვა სამუშაო ოპერაციებს.