ქალაქი ქუთაისი მსოფლიო მნიშვნელობის უძველესი ქალაქია, რომლის აღმშენებლობას და რეაბილიტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. თანამედროვე გეგმარებითი გადაწყვეტა და ქალაქების გეგმარება იწვევს მზარდ ეკოლოგიურ პრობლემებს ურბანულ სივრცეებში და მათ პერიფერიულ ტერიტორიებზე, ბუნებასთან ერთიანი ჰარმონიული ქალაქების მშენებლობას, რომელიც ეფუძვნება მდგრად ეკოლოგიურ პრინციპებს, მაქსიმალურად ამცირებს აღნიშნულ პრობლემებს ამიტომ, თემა ითვალისწინებს ირაკლი აბაშიძის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ადგილის რეკონსტრუქციას. ჩვენს მიერ გასამწვანებელ მოსასვენებელ, მართკუთხა ფორმის ეზოს დაკავებული ექნება 7000კვ/მ. აღნიშნულ ფართობზე გამოყენებული იქნება როგორც არქიტექტურული ელემენტები და მერქნიან მცენარეთა ასორტიმენტიდან წარმოდგენილი იქნება როგორც წიწვოვანი მცენარეები, ასევე ფოთოლმცვენიც უკეთესი ეფექტისთვის. ღია ეზოს შუაგულში გავითვალისწინეთ დაბალტანიანი ხეები სეზონური ეფექტების მიხედვით და მხატვრული ექსპოზიციებისათვის დაირგვება სეზონურად მაღალდეკორატიული ბუჩქები, როგორც მარადმწვანე ისე ფოთოლმცვენი.