კონტეინერული გამწვანება ლანდშაფტის დიზაინში კომპოზიციების შექმნის ერთ - ერთი პოპულარული მეთოდია. მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა ბაღი გახადოს უფრო ფუნქციონალური და უზრუნველყოს სხვადასხვა სახის მცენარეების არჩევის უამრავი შესაძლებლობა. კონტეინერულ მცენარეთა მრავალფეროვნება (სხვადასხვა სახის მცენარეები: აყვავებული და დეკორატიული ფოთლოვანი ბუჩქები, ხეები და ბალახები) შესაძლებლობას მისცემს შეიქმნას კომპოზიციების სხვადასხვა ვარიანტი, როგორც ერთ სტილში, ასევე სეზონის ან დიზაინის ცვლილების მიხედვით. მიდგომა არ არის მარტივი, კონტეინერებში დარგული მცენარეებისათვის საჭიროა გარკვეული მოთხოვნები: სინთლეს რეჟიმი, დაავადებისადმი და მავნებლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, კლიმატურ ფაქტორთა უარყოფითი მხარეების დაცვა, ყვავილობისთვის - გრძელი და უხვი ყვავილობა, ნიადაგის და კონტეინერის სწორი შერჩევა და ა. შ. ყოველივე ამის გათვალისწინებით მათი უპირატებობაა - შექმნას ლამაზი ბაღი წელიწადის ნებისმიერ დროს, რაც ლანდშაფტს უფრო მდიდრულ და მიმზიდველს გახდის.