საქართველოში ტურიზმის განვითარების 2025 წლის სტრატეგია ითვალისწინებს უნიკალური ტურების ფორმირებას, რადგან საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა საკუთარი ისტორიით, კულტურითა და ბუნებით. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალ გადახდის უნარიანი ტურისტების მოზიდვა საზღვარგარეთიდან, აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანია, კურორტ საირმის ბაზაზე უნიკალური ტურების
ფორმირება და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება.
კურორტი საირმე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, რომელიც უნიკალური მინერალური წყაროებისა და ცხელი თერმული წყაროების სამკურნალო თვისებე
ბით გამოირჩევა.
საირმეს აქვს შესაძლებლობა გახდეს ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი კურორტი საზღვარგარეთ, მისი განსაკუთრებული თვისებებიდან გამომდინარე. რითაც მოიზიდავს მაღალ გადახდის უნარიან ტურისტებს.