საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე ჩვენი მიზანია უნიკალური ტურისტული პროდქტების (ტურების) წარმოება, ფორმირება, მაღალგადახდისუნარიანი ტურისტების მისაღებად, რასაც უზრუნველყოფს ტურისტულ რეკრეაციული რესურსები, ჩვენი ფასეულობები: ვაზის სამშობლო, ტრადიციული სტუმარმასპინძლობა, გასტრონომია, ღვინო, თამადის ინსტიტუტი, ფოლკლორი და სხვა.
ჩვენი ამოცანაა რეკრეაციული, ეკო, სამთო-საკურორტო, კულტურული, აგრო, ღვინის, გასტრონომიული, საქმიანი, სპორტული და სხვა უნიკალური ტურების ფორმირების დროს შესაბამისი სასტუმროების, შერჩევა და კეთილმოწყობა.ნაშრომში წარმოდგენილია სასტუმროების კლასიფიკაცია, მათი როლი და მნიშვნელობა ტურისტული ბიზნესის განვითარებაში