მსოფლიოში მრავალი დიდი ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. მნიშვნელოვანად არის დაბინძურებული ჰაერი, წყალი, რაც მრავალი დავადების წყაროა. ცალკე გამოსაყოფი თემაა დაბინძურებული წყლის რესურსები, რომელსაც მოლიონობით ადამიანი საყოფაცხოვრებო თუ სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იყენებს.
წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე პლანეტაზე არ იარსებებდა. მიუხედავად ამისა ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ტბებს, ზღვებსა და ოკეანეებს. შესაბამისად ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ
უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც და იზღუდება წყლის რეკრიაციული მიზნით გამოყენება.
მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიექტების დაბინძურების მიზეზი შეიძლება იყოს საწარმებიდან გამომავალი ჩამდინარე წყლები. გაუმართავი საკანალიზაციო სისტემები და არასათანადო გამწმენდი ნაგებობები, სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან თუ დასახლებული პუნქტებიდან წვიმის შედეგად წარმოქმნილი ჩამონადენები და სხვა