სამეგრელოში საკვლევ ობიექტზე, ალუვიური ნიადაგები დატბორვით არის განვითარებული და ამით შრეობრივი ნაფენები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. ნიადაგის აგებულება გამოისახება შესაბამისად: A-BC-C ჰორიზონტებით. ამ ტიპის ნიადაგები საქართველოში აგროსაწარმოო ლანდშაფტის 5%- შეადგენს. სენაკში, ნოსირის საცდელი ნაკვეთის ნიადაგის ჭრილის მექანიკური ანალიზი: ნიადაგი საშუალო სისქის არის (90-120სმ) და განვითარებულია რიყნარზე. 0-18სმ და 18-25სმ. ჰორიზონტები ხასიათდება: მარცვლოვან-კოშტოვანი სტრუქტურით და 25-38სმ-ის ქვევით ნიადაგი უსტრუქტუროა, კენჭოვანი აგებულებითა და სიღრმეში განვითარებული ქვედა ფენილი რიყნარით, რომელიც დიდი სისქით არის ჩამოყალიბებული. ცალკეული რიყის ქვის დიამეტრი 50სმ-ზე მეტია და საერთო მოცულობა იზრდება სიღრმეში. სილნარ-კეჭოვანი ნაფენებით ივსება რიყის ქვათა შორისი სივრცე და წყალგაუმტარ გარემოს აყალიბებს. არსებული ბუნებრივი პირობები, მეორადი დაჭაობების შესაძლებლობით გამოირჩევა და მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად საჭიროებს დრენაჟის მოწყობას.