ნაშრომში მოცემულია აზიურ ფაროსანას გავრცელება და განვითარების ინტენსივობა იმერეთის რეგიონში. მეზამთრეობიდან გამოსვლასა და შემდგომ ფენოფაზებზე დაკვირვება (მავნებლის კვერცხის ფაზიდან და სხვა დანარჩენი ფაზების რიცხოვნობის მარეგულირებელი ფაქტორების შეს-წავლას). რაც სრულ სურათს წარმოდგენას ახალ სამეურნეო წელს ფაროსანას გამრავლების პოტენ-ციალის და შესაბამისად მავნეობის დონის პროგნოზირებისათვის. კერძოდ: გამოზამთრების დინა-მიკა, ამ პერიოდში მავნებლის საერთო პოპულაციური მდგომარეობის ანალიზი (გამოზამთრებუ-ლი ფაროსანას რიცხოვნობა - დიაპაუზის პერიოდში ბუნებრივი სიკვდილიანობის % ჰაბიტატების გათვალისწინებით, გადარჩენილი ინდივიდების სიცოცხლის–უნარიანობა, ამ მაჩვენებლებში მტა-ცებლებისა და პარაზიტების როლი, სქესთა შეფარდება, საბინადრო გარემოს ეკოლოგიური ინდექ-სების გავლენა პოპულაციის რიცხოვნობაზე და სხვა). აზიურ ფაროსანას გავრცელების არეალის დასადგენად დახმარებას გვიწევდა „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს და „ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი“-ის თანამშრომელთა მიერ ყველა რაიონში განთავსებული მწერსაჭერი ფერომონები (ხაფანგები), რომლის საშუალებითაც ისაზღრებოდა მავნებლის გავრცელებისა და დასახლების სიმჭიდროვე, დაკვირ-ვებები წარმოებდა ფენოლოგიური ფაზების განვითარებაზე (კვერცხი, 1,2,3,4 ასაკის ნიმფა და ზრდასრული - იმაგო). მეზათრეობიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოსა და მაისში იწყებს დამატებით კვებას და ჯგუფებად კვერცხდებას ფოთლის ქვედა მხარეზე. ფაროსანას წინააღმდეგ ასევე გამოიყენებული იქნა შემდეგი დასახელების ინსექტიციდები: პირინექს სუპერი (ბიფენტრინი + ქლორპირიფოსი) - 0,8-1,5ლ/ჰა; ნურელ დ (ქლორპირიფოსი +ცი-პერმეტრინი) - 0,4-1 ლ/ჰა; არივო(ციპერმეტრინი) - 0,2 ლ/ჰა; აქტარა(თიამეტოქსამი) - 0,12-0,14 კგ/ჰა; კონფიდორ მაქსი (იმიდაკლოპრიდი) - 0,1კგ/ჰა.