ლანდშაფტური ხელოვნების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი შორეული აღმოსავლე-თის საბაღო ხელოვნებას უჭირავს. ჩინური საბაღო ტრადიციები თითქმის სამი ათას წელს ითვლის, რომლის განვითარებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა აღმოსავლეთის ფილოსოფიურმა მიმდინა-რეობებმა მოახდინეს და განაპირობეს სავსებით განსაკუთრებული მსოფლმხედველობის ფორმირება. „კონფუციანიზმი“ დიდ გავლენას ახდენდა ჩინეთის ისტორიასა და კულტურაზე, თავის მხრივ „დაოსიზმი“ ერთი მხრივ, ეწინააღმდეგებოდა კონფუცის სწავლებებს, ხოლო მეორე მხრივ, საკმაოდ წარმატებით ავსებდა მას. ჩინური ბაღის მშენებლობის მთავარი პრინციპი ბუნების მიერ შექმნილ ლანდშაფტსა და მის ხელოვნურ ნაწილს შორის მაქსიმალური ჰარმონიის შექმნის აუცილებლობაა. ჰარმონიის ძიება ყო-ველთვის ცვლილებებთან იყო დაკავშირებული, ყველაფერი ეფუძნებოდა კონფუცისეულ დოქ-ტრინას „ოქროს შუალედის“ შესახებ, რომელიც გმობდა უკიდურეს გადაწყვეტილებებს, ბაღებში მოითხოვდა ფრთხილ ბალანსს ბუნებრიობასა და ადამიანის ჩარევას შორის. ერთ-ერთი ფუნდამენ-ტური თეორია ემყარებოდა საპირისპიროთა ერთიანობის თეორიას, რომელიც გამოხატული იყო „ინ-იან“-ის ჰარმონიის უძველეს სიმბოლოებში. ძველი ჩინელი მებაღეები ცდილობდნენ მცენარეე-ბისა და ქვების ბუნებრივი თვისებების გაფართოვებას, მათი არა შეცვლით, არამედ ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმით. კონფუცი თვლიდა, რომ ბუნებრივ მოვლენებსა და ადამიანთა საუკეთესო მორალური თვისებების გამოვლინებებს ერთი და იგივე საწყისები აქვთ. დაოსიზმის ფუძემდებლის „ლაო ძი“-ს აზრით სიცარიელე და სიმშვიდე „დაოს“ ორი ბუნებრივი მდგომარეობაა. სამყაროს მიმართ გახსნილობა გულისხმობს მისი წვდომის შესაძლებლობას. ჩინური ბაღი ითვალისწინებს და ანვითარებს არაჩვეულებრივად ფაქიზ მგრძნობელობას, მიკროშეგრძნებების სამყაროში ჩაძირვის უნარს. ამის ყველაზე კარგი დადასტურებაა წარმოდგენა ბაღზე, როგორც სამყაროზე მინიატურაში.