დასავლეთ საქართველოში იმერეთის რეგიონში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი.მოწამეთა არის, ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც აქტუალურია რელიგიური ტურიზმის განვითარებისათვის. მონასტერი აღმართულია ციცაბო კლდეზე და სამი მხრიდან მდინარე წყალწითელაუვლის.უძველესი დროიდან ასეთი მიუწვდომელი განლაგება ხელს უწყობდა მონასტრის დაცვას მტრის შემოსევისგან. მოწამეთას მონასტერი აგებულ იქნა VII საუკუნეში დიდი ქართველი მეომრების დავით და კონსტანტინეს ხსოვნის საპატივცემულოდ. ციხექალაქ მოწამეთაში ხარების ეკლესია იყო, რომელიც 735-737 წლებში მურვან იბნ მუჰამედმა (ყრუმ) დაარბია ,ბრძოლა უმოწყალო იყო, შეუძლებელი იყო არაბი ჯარის დამარცხება. არათანაბარი ბრძოლის შედეგად მურვანმა დავითი და კონსტანტინე დაატყვევა, მოითხოვა მათგან რწმენის შეცვლა. ქართველმა გმირებმა უარი თქვეს სარწმუნოების შეცვლაზე და სასტიკად აწამეს.წამებით რომ ვერაფერს გახდნენ ძმები სიკვდილით დასაჯეს და მდინარეში ჩააგდეს. ქართველებმა ძმები წმინდანად შერაცხეს.ორივე მთაზე პატარა ეკლესიაში დაკრძალეს,რომელსაც მოწამეთა დაარქვეს.
მონასტერში ყოველწლიულად იმართბა სახალხო დღესასწაული მოწამეთობა. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულ-ტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ჩვენი მიზანია ისტორიის ასეთი თვალსაჩინო მაგალითები გავაცნოთ მომავალ თაობებს, ერის თავდადებული შვილების ბრძოლა, სამშობლოსა და რწმენის დასაცავად და გადასარჩენად!