2025 წლის 23 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე „იმერეთის აგროეკოლოგიურ ასოციაციასთან“ ერთად, ჩატარდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა მორიგი რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მომავლის მეცნიერები“, რომელიც მიეძღვნა აგრარული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელის, პროფესორ როზა ლორთქიფანიის 70 წლის იუბილეს.
კონფერენცია გახსნა აწსუ აგრარული ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფესორმა მარიეტა თაბაგარმა, მან საიუბილეო თარიღი მიულოცა პროფესორ როზა ლორთქიფანიძეს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ბიოგრაფიული მონაცემები სამეცნიერო- პედაგოგიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.
შემდგომ, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ:
უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი შალვა კირთაძე, რომელმაც ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე და იმ ტრადიციებზე, რაც ამ მიმართულებით გააჩნია უნივერსიტეტს და კერძოდ აგრარულ ფაკულტეტს. მან კონფერენციის გახსნა მიულოცა ყველა მონაწილეს, აქტიური და წარმატებული საქმიანობა უსურვა მათ და იუბილარს. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და პროფესორ როზა ლორთქიფანიძეს საიუბილეო თარიღი მიულოცეს აწსუ რექტორის აპარატის უფროსმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა როლანდ კოპალიანმა და აგრარული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბატონმა სერგო სვანაძემ.
მისასალმებელ სიტყვაში კონფერენციის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს: იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარემ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა როზა ლორთქიფანიძემ; აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, აგროეკოლოგიური ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკა ყუბანეიშვილმა, აგროინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ კილასონიამ, აგრარული ფაკულტეტის ყოფილმა დოქტორანტმა, აგრარულ აგრარულ მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა მამუკა თურმანიძემ, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავჯდომარემ, საბაკალავრო პროგრამის „აგრონომია“ მე-8 სემესტრის სტუდენტმა, სახელმწიფო სტიპენდიანტმა, აგროსტიპედიანტმა და ფაკულტეტის ტუტორმა რუსუდან ცქიფურიშვილმა; ქალბატონი როზას ძმის შვილიშვილმა ლილე ლორთქიფანიძემ.
კონფერენციამ პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გააგრძელა ორ სექციად: 1. აგრარული (სექციის ხელმძღვანელი-ასოც პროფესორი ნინო კელენჯერიძე; სექციის თავმჯდომარე - სტუდენტი რუსუდან ცქიფურიშვილი) და 2. ინეტრდისციპლინარული (სექციის ხელმძღვანელი - პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი; სექციის თავმჯდომარე - სტუდენტი სალომე არაბიძე). აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა რესპუბლიკურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან: ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
სამეცნიერო კონფერენციის „მომავლის მეცნიერები“ ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, რეფერირებადი ჟურნალის „ აგრო NEWS”- პასუხისმგებელმა მდივანმა ნატალია სანთელაძემ, რომლის ძალისხმევით მონაწილეებს რეგისტრაციის მომენტისთანავე ჰქონდათ საშუალება მიეღოთ კონფერენციის მოხსენებების უკვე გამოქვეყნებული შრომათა კრებული, ხოლო დასასრულს - სერტიფიკატი კონფერენციაში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის.

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მომავლის მეცნიერები“ პროგრამა

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მომავლის მეცნიერები“ შრომათა კრებული


კონფერენცისს ამსახველი ფოტოები