სტატიაში გაანალიზებულია ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე მებაღეობის განვითარების მიზნით მა-ღალტექნოლოგიური ხერხების გამოყენების შესაძლებლობები ისეთი აგრობიოლოგიური ღონისძი-ებების რეალიზაციის საქმეში, როგორიცაა ხეხილოვანი კულტურების ხარისხიანი სარგავი მასალის მიღება და ჯიშობრივი მრავალფეროვნების შექმნა. ყველაზე ეფექტურად წარმოდგენილია in vitro ბიოტექნოლოგიური მეთოდები – სომაკლონური ვარიანტების მიღება, სელექტიური არეების გამო-ყენება, სომატური ჰიბრიდების მიღება, ვირუსებისა და სხვა პათოგენებისაგან გაჯანსაღებული სა-წყისი მასალის მიღება და მისი სწრაფი გამრავლება, ძვირფასი ფორმების სპეციალური ბანკების შექ-მნა. ამ მიმართულებით ფუნქციონირებად ერთეულ დაწესებულებებთან ერთად აქტუალურია ახა-ლი სამეცნიერო ცენტრების შექმნა, კვლევითი სამუშაოების ინტენსიფიკაცია, პროფესიონალი კად-რების მომზადება, ბიზნესის დაინტერესება.