სტატიაში განხილულია აქტინიდიის სელექციური გზით მიღებული ჯიში “ჰაივარდის” ზრდა განვითარებაზე თუ როგორ მოქმედებს აგროკლიმატური ფაქტორები ქუთაისის პირობებში. ქვემოთ მოყვანილია კვლევის ჩატარების ობიექტების ფიზიკურ-გეოგრაფიული და აგროკლიმატური მაჩვენებლები, როგორც მრავალწლიური (ნორმის), ასევე კვლევის წარმოების წლების მიხედვით. აგროკლიმატურ მაჩვენებლებზე დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ ყველა აგროკლიმა-ტური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, მხოლოდ მრავალწლიურთან შედარებით ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა და ნალექები შედარებით მაღალი იყო 2017 წელს.