სტატიაში განხილულია კიტრის კულტურის მოყვანა ოთახის პირობებში. აღებული იყო 2 ჰიბრიდული ჯიში: ჯიში ბინგო და ჯიში ჰეროლდ F1. დარგვა ვაწარმოეთ ოქტომბრის ბოლოს იმ გათვლებით რომ მოსავალი მიგვეღო იანვრის დასაწყისში. თესლი ჩაითესა საჩითილე კასეტებში. 25 დღის შემდეგ, მცენარეები გადავიტანეთ 10 ლ-ან ქოთნებში, სადაც ისინი განაგრძობენ ზრდას. აღმოცენებიდან პირველ კვირაში ჰაერის ტემპერატურა ოთახში +18°C-ზე მეტი არ იყო, რადგანაც ასეთ პირობებში ფესვები უფრო აქტიურად ვითარდებიან. შემდგომ პერიოდში კი ტემპერატურა +22−24°C აღწევდა. ნაყოფებს იკრიფებოდა 1-1,5 კვირის ასაკში. ნაყოფი იყო მკვრივი და ძალიან არომატული. ჰეროლდ F1 მოიკრიფა 12 კგ, ხოლო ბინგოზე- 15,3 კგ. ცდებმა გვიჩვენა, რომ კიტრის კულტურის ჰიბრიდული ჯიშების ჰეროლდ F1 და ბინგოს მოყვანა ოთახის პირობებში საკმაოდ ეფექტურია და იმ ადამიანებს ვისაც აქვს სურვილი ამ კულტურის მოყვანის თავისუფლად შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარ სახლში ფანჯრის რაფაზე.