ნიადაგის დეგრადაცია, ანუ მათი ნაყოფიერების დაქვეითება თანამედროვეობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი საფრთხეს უქმნის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას და გარემოს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. დეგრადირებული ნიადაგების რეკულტივაცია სამეგრელოს და იმერეთის რეგიონში, ისევე როგორც ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ამ რეგიონების სპეციფიკურ გამოწვევებს. ნიადაგების დეგრადირება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა ეროზია, საკვები ნივთიერებების უკმარისობა, დაბინძურება ან მიწის არასათანადო მართვის პრაქტიკა, სადაც მოცემული უნდა იყოს რამდენიმე ზოგადი სტრატეგია, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს ამ რეგიონებში ნიადაგის რეკულტივაციისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ კვლევები მიმდინარეობდა სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ნოსირისა და ფარცხანაყანევის ფართობებზე, სადაც გაკეთდა ნიადაგის ჭრილები და აღებული იქნა ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის ნიადაგის მექანიკურ შედგენილობაზე. აღნიშნული ნიადაგები წარმოადგენენ მსუბუქ თიხნარებს და განიცდიან ჩამორეცხვას, რაც მეტად საყურადღებო და გასათვალისწინებელია.