ნაშრომში განხილულია საქართველოში კარგად გავრცელებული ვაზის ჯიშის(საფერავი, რქაწითელი) ფოთლების ქიმიური შედგენილობა,მათი გამოყენება დანამატის სახით ბალახოვანი შავი ჩაის მისაღებად.ვაზი,როგორც ხილი ძველთაგანვე ითვლება საუკეთესო დიეტურ და გემრიელ საკვებად,იგი ამავდროულად სამკურნალო საშუალებასაც წარმოადგენს. ვაზის ფოთოლში ძირითადად წარმოებს მთელი მცენარისათვის საჭირო ორგანული ნაერთების სინთეზი. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა მცენარეულ დანამატად შეგვერჩია და შეგვესწავლა ისეთი ნედლეული რომელსაც ექნებოდა სასარგებლო და სამკურნალო თვისებები. ასევე გაშუქებულია,რომ ვაზის ფოთოლი შეიცავს ადამიანის კვებისათვის აუცილებელ ფენოლურ ნაერთებს, ცილებს, მჟავებს და სხვა სასარგებლო ვიტამინებს.შევისწავლეთ და დავადგინეთ ,რომ ვაზის ფოთლების გამოყენებით გამდიდრებული შავი ჩაი ხასიათდებოდა ფენოლური ნაერთებისა და ექსტრაქტული ნივთიერებების უკეთესი შემადგენლობით,რომელიც შესაძლებელს ხდის ამ პროდუქტის გამოყენებას, როგორც სამკურნალო თვისებების მქონე ბალახოვან ჩაის სახით.